სიახლეები

Mac-ის გაყიდვები შემცირდა, ისევე როგორც მთლიანად კომპიუტერული ბაზრის

150views

კომპიუტერების გაყიდვა ყოველწლიურად მცირდება, ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ ცხოვრებაში უფრო დიდი როლით ტაბლეტები და სმარტფონები შემოგვეჭრნენ. Apple-ის ძალა იმაში მდგომარეობს, რომ მათი iPad-ები და iPhone-ები ყველაზე კარგად იყიდება. სამწუხაროდ უკეთესობის ცვლილებები კომპიუტერულ ბაზარს არ ეტყობა, მათ შორის Apple-ის MacBook-ებსაც. 2017 წლის მესამე კვარტალში Mac-ის გაყიდვები შემცირდა, როგორც მთელი PC ბაზარი.

გარტნერის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გასული წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, კომპიუტერების გადაზიდვები შემცირდა 3.6 პროცენტით, რაც 67 მილიონ ცალს უდრის. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ ერთ წელიწადში კომპიუტერების მიწოდება მუდმივად შემცირდება.

გვარტერის განცხადებით: HP 2017 წლის მესამე კვარტალში 14.5 მილიონი კომპიუტერის მიწოდებას შეძლებდა, Lenovo 14.3 მილიონს, Dell – 10.1 მილიონს, ASUS – 4.8 მილიონს, ხოლო Apple- ს წილი ბაზარზე 6.9% იყო.

სხვების ფონზე Apple კარგ მდგომარეობაშია – იტყობინება IDC, რომლის მიხედვითაც Apple მეოთხე ადგილზეა და 4.9 მილიონ კომპიუტერს აწარმოებს. ჩვენ ველოდებით განცხადებას თავად Apple-გან სტატისტიკების შესახებ, რომელსაც ისინი 2 ნოემბერს გააკეთებენ. კონკრეტულად Mac-ების გაყიდვების შესახებ.

Comments

comments

Leave a Response