სიახლეები

Apple Watch-მა ჟურნალისტის სიცოცხლე გადაარჩინა

235views

როგორც არ უნდა აგინონ  Apple Watch-ს ფუნქციების სიმცირის გამო, ხანდახან გაჯეტს შეუძლია ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. ასე მოხდა ჯეიმს გრინის შემთხვევაშიც.

თავის ტვიტერში ჯეიმსმა გამოაქვეყნა შეტყობინება-მადლობა თავისი აქსესუარის მიმართ:

ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ რაღაც კომპიუტერი მაჯაზე შეძლებდა ჩემი სიცოცხლის გადარჩენას. პულსის მატებასთან ერთად, რომელსაც მე ვაკვირდებოდი ჩემს ჭკვიან საათზე, გავარკვიე, რომ ფილტვის არტერიის ემბოლია მჭირდა.

28 წლის ჯეიმს გრინი აქტიურად სარგებლობდა HeartWatch-ით. მისი ამოცანაა — პულსის მუდმივი კონტროლი დღის განმავლობაში და მომხმარებლის საქმის კურსში ჩაყენება ნორმიდან მშნივნელოვანი ცვლილებებისას.

ჯეიმსის ექიმმა აღნიშნა, რომ ჯეიმს უფრო გვიან რომ მიემართა, „უკვე ძალიან გვიან იქნებოდა“. საავადმყოფოში ექიმებმა აღმოაჩინეს სისხლის დამახასიათებელი შედედებები და ულტრაბგერითი თერაპიის რამდენიმე პროცედურა ჩაატარეს.

ჯეიმსმა მკურნალობის კურსი გაიარა და თავს შესანიშნავად გრძნობს.

HeartWatch-ის ავტორი, დევიდ უოლში ყვება, რომ აღნიშნული აპლიკაციის დაწერა 2015 წელს დაიწყო, 56 წლის მამის გარდაცვალების შემდეგ, რომელსაც ასევე გულის პრობლემები ჰქონდა.

გულის რითმის რეგულარულმა შემოწმებამ დღის განმავლობაში HeartWatch-ის მეშვეობით უკვე რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ნორმის ზემოთ ან ქვემოთ პულსის ცვლილების შემთხვევაში Apple Watch აგზავნის შეტყობინებას.

უოლშის განცხადებით, ექიმები თავიანთ პაციენტებს ურჩევენ გამოიყენონ HeartWatch.

წყარო: Telegraph

Comments

comments

Leave a Response