სიახლეები

Apple Park-ის მშენებლობა პრაქტიკულად დასრულდა. ის არაჩვეულებრივია (ვიდეო)

238views

Apple-ის ახალი შტაბ-ბინის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. რამდენიმე საათის წინ ბლოგერმა მეთიუ რობერტსმა გამოაქვეყნა პანორამული ვიდეო.

სპორტული მოედნები, დარგული ხეები, გზის სამუშაოები — Apple ასრულებს თავის ისტორიაში ყველაზე გრანდიოზულ მშენებლობას.

Apple Park-ის მშენებლობა 427 მილიონი დოლარი დაჯდა. დრეისათვის ეს მსოფლიოში სიძვირით მეოთხე შენობაა. მაგრამ ეს მხოლოდ მთავარი შენობის ფასია — მთლიანად პროექტი 5 მილიარდი დოლარი დაჯდა.

„სტივ ჯობსის თეატრი“, რომელშიც ჩატარდა iPhone X-ის პრეზენტაცია, 180 მილიონი დოლარი დაჯდა, კიდევ 85 მილიონი დაჯდა ტერიტორიის გამწვანება.

2018 წლის აპრილში კომპანიის 100% გადავა ახალ ოფიში. ოფისში, რომელიც ჯერ კიდევ სტივ ჯობსმა შექმნა.

Comments

comments

Leave a Response