iPhone 8 და 8 Plus-ის პრეზენტაციისას ეფლმა პირველად წარმოთქვა დიდი ხნის ნანატრი ფრაზა: „ორივე სმარტფონი მხარს უჭერს სწრაფი დატენვის ტექნოლოგიას“. რასაკვირველია, გარკვეული შეზღუდვებით.
iPhone 8-ს კომპლექტში მოყვება 5 ვატიანი და 1 ამპერიანი დამტენი. ზუსტად ასეთი მოყვება 2007 წლის (10 წლის წინანდელ) აიფონს. და ეს დამწტენი სმარტფონს ძალიან ნელა ტენის.
თუმცა არსებობს გამოსავალი — დამატებითი დამტენის ყიდვა, 29 ვატზე. რამდენად სწრაფად დატენის iPhone 8-ს iPhone 7-დთან შედარებით? Mashable-ის ჟურნალისტებმა საკუთარი გამოკვლევა ჩაატარეს.
ორივე აიფონი სრულიად განმუხტეს, ნულამდე. ჩართეს „Airplane Mode“ და ეკრანის სიკაშკაშე 50%-ზე. 29 ვატიანი დამტენით შესაძებელი გახდა შემდეგი შედეგების მიღება:
iPhone 8 Plus
- 15 წუთი — 27%;
- 30 წუთი — 54%.
iPhone 7 Plus
- 15 წუთი — 15%;
- 30 წუთი — 29%.
0%-დან 100%-ზე დამუხტვისათვის საჭირო გახდა გაცილებით მეტი დრო. iPhone 8 Plus იტენებოდა 1 საათი და 50 წუთი, ხოლო შარშანდელი ფლაგმანი — 2 საათი და 32 წუთი.
Apple-მა სიმართლე გვითხრა. კომპანიის მარკეტოლოგებმა ყველაფერი გაითვალისწინეს: გსურთ ტეელფონის სწრაფი დატენვა? იზრუნეთ მძლავრი დამტენის შეძენაზე.
წყარო: Mashable