Apple-ის პრეზიდენტი ევროპაში მოგზაურობას განაგრძობს და უამრავ გულშემატკივარს ხვდება. მისი რჩევები და განცხადებები კი სხვადასხვა ჟურნალებში იბეჭდება. ტიმ კუკმა ახალგაზრდებს რამოდენიმე საინტერესო რეკომენდაცია მისცა.
ფრანგული მაღაზიის კონბინის დათვალიერების შემდეგ, აუდიტორიასთან საუბრისას ტიმმა განათლების პრიორიტეტებთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება დააფიქსირა:
10 წლის ფრანგი სტუნდენტი, რომ ვიყო, ვფიქრობ ჩემთვის პროგრამირება უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა ვიდრე ინგლისური ენაა. მე მესმის, რომ ეს ენა დაგეხმარებათ დაუკავშირდეთ დედამიწის 7 მილიარდიან მოსახლეობას, მაგრამ მიმაჩნია, რომ პროგრამირება მსოფლიოში სავალდებული საგანი უნდა გახდეს.
ამჟამად ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ფიქრობენ სავალდებულო საგნებზე. ტიმ კუკმა ცოტა ხნის წინ თქვა, რომ 21-ე საუკუნეში კოდექსის დაწერის უნარი უნდა გახდეს იმდენად აუცილებელი, რამდენადაც სწავლა და წერის უნარი არის. სხვათა შორის, 2020 წლიდან იაპონიაში პროგრამირებას დაწყებითი კლასებიდან ისწავლიან.