სიახლეები

Apple-ის მომხმარებლების უმეტესობა, iOS 11-ზე უკვე გადავიდა

323views

Apple-მა რაც iOS 11 გამოუშვა, მუდმივად ხდებოდა კვლევა თუ რამდენი ადამიანი იყო ახალი ოპერაციული სისტემით კმაყოფილი და რამდენი რჩებოდა ჯერ კიდევ ძველ iOS-ზე. ამ დროისთვის ახალი OS-ის მომხმარებელი 48%-ია, რომელშიც შედის iPhone, iPad და iPod touch-ი. მომხმარებლების დაახლოებით 45% კი ისევ iOS 10-ზე რჩება.

ეს ინფორმაცია, ანალიტიკურმა კომპანია ,,Mixpanle”-მა გვამცნო, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ წელს OS-ის განახლებული ვერსიის განაწილება უფრო ნელა მოხდა, ვიდრე წინა წელს. 2016 წლის 12 ოქტომბრის მდგომარეობით iOS 10-ის წილი უკვე 58%-ს შეადგენდა, ხოლო iOS 9-ის კი 31%-ს.

რაც შეეხება ძველ ვერსიებს, დღესდღეობით iOS 8 და iOS 9-ით სარგებლობს დაახლოებით 6%. შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ წელს ნაკლებად ჩქარობენ iOS 11-ზე გადასვლას, ვიდრე ეს iOS 10-ზე იყო. ჩვენ გირჩევთ იხილოთ Android-ის სტატისტიკა და ნახავთ რა არის რეალური ტკივილი. [Appleinsider]

Comments

comments

Leave a Response