Apple-ის საშემოდგომო პრეზენტაციაზე დიდი ხნის ნანატრი ფრაზა მოვისმინეთ: “iPhone 8-სა და iPhone 8 Plus-ს სწრაფად დატენვის ტექნოლოგიის მხარდაჭერა ექნება”
iPhone 8-ს მოყვება 5 ვატიანი დამტენი 1 ამპერისთვის. დიახ, ზუსტად ისეთივე როგორიც 2007 წელს ორიგინალურ iPhone-ს. მაგრამ უკვე არსებობს გამოსავალი – ყიდულობთ დამატებით 29 ვატს.
რამდენიმე დღის წინ Mashable-ს ჟურნალისტებმა ტესტირება ჩაატარეს, სადაც iPhone 8-სა და iPhone 7-ის დატენვის სიჩქარე ერთმანეთს შეადარეს.
ტესტის დაწყებამდე ორივე iPhone გადაიყვანეს ფრენის რეჟიმზე და სიკაშკაშე დააყენეს 50%-ზე. შედეგები კი ასეთია:
iPhone 8 Plus
- 15 წუთი — 27%;
- 30 წუთი — 54%
iPhone 7 Plus
- 15 წუთი — 15%;
- 30 წუთი — 29%.
ორივე მოწყობილობა ბოლომდე 0%-ზე იყო დასული. iPhone 8 Plus 1 საათსა და 50 წუთში იტენება, შარშანდელი ფლაგმანი კი 2 საათსა და 32 წუთში.
Apple არ იტყუება. გნებავთ iPhone 8/8 Plus-ის მალე დატენვა? ის მხოლოდ 49$ დაგიჯდებათ. [Mashable]