მიმოხილვა

Apple Map-ის შექმნის რეალური მიზეზი

439views

აიფონის ადრეულ მომხმარებელს ეხსომება iOS 6-დან გუგლის რუკის გაქრობა და მისი ეპლის რუკით ჩანაცვლება, რომელიც საკმაოდ არასასიამოვნოდ წარიმართა მომხმარებლებისთვის და თვითონ კომპანიისთვის.  ეპლის რუკის პირველი ვერსია საკმაოდ გაუმართავი იყო და ხშირად არასწორ ლოკაციებს ანახებდა, არ ჰქონდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქცია,  ხოლო მისი კრიტიკა ტექ. ბლოგებს გასცდა და პოპ-კულტურამდეც მიაღწია.

რუკის ფიასკოს გადაყვა ეპლის ვიცე-პრეზიდენტი სკოტ ფორსტალი, რომელიც iOS-ის და პირველი აიფონის ერთ-ერთი შემქნელი იყო. მაგრამ მიუხედავად არაერთი ურბანული მითისა, რომ თითქოს “ეპლი მომხმარებლებს ძალით ტენის საკუთარ პროდუქტებს” და “ის რაც მათი საქმე არაა, არ უნდა გააკეთონ”, სიმართლე სულ სხვანაირია. გუგლმა ეპლს უბრალოდ უარი უთხრა რუკაში ნაბიჯ-ნაბიჯ ნავიგაციის (turn by turn navigation) ლიცენზირებაზე, რომელიც მაშინ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული ფუნქცია იყო არამარტო რუკებში, არამედ მთლიანად სმარტფონებში.  გუგლი ამ ფუნქციას ექსკლუზიურად ანდროიდისთვის ინახავდა, რათა უკეთესი კონკურენცია გაეწია ეპლისთვის.  “სიკეთის კორპორაციამ” გარდა ამისა, კიდევ უფრო ღრმა წვდომა მოითხოვა აიფონის მომხმარებლამდე და Siri-ს შეკითხვების ბაზებამდეც, რასაც საბოლოოდ ეპლის მხრიდან უარი და რუკის საკუთარი ვერსიის შექმნის გადაწყვეტილება მოჰყვა.

აღსანიშნავია, რომ ეპლის რუკის გამოსვლის და ეპსტორში სხვა კომპანიების სანავიგაციო აპლიკაციების გამოჩენის შემდეგ გუგლმა დააბრუნა iOS-ში რუკა და მოგვიანებით  ნავიგაციის ფუნქციაც დაუმატა. დღეისათვის, თუ რამოდენიმე განსხვავებას არ ჩავთვლით, როგორიცაა მაგალითად ქუჩის ხედი ან ველოსიპედის მარშრუტები,  ეპლის რუკა გუგლის რუკების საკმაოდ უნარიანი ალტერნატივა გახდა.

Comments

comments

Leave a Response