ევროპის ქვეყნებში მოგზაურობისას ტიმ კუკმა ინტერვიუ მისცა The Independent-ს. საუბრის მთავარი თემა გახდა დამატებითი რეალობის ტექნოლოგია და ეფლის ARKit-ძრავი.
რას უნდა ველოდეთ უახლოეს დროში, ხოლო რა ჯერ კიდევ დიდხანს არ იქნება, ჟურნალისტებმა ტიმ კუკისგან გაიგეს.
კუკმა განმარტა, რომ iOS-ის მთავარი უპირატესობა იმაშია, რომ ყოველთვის შესაძლებელია მისი გაძლიერება „ძლიერი არტილერიით“. ასე გამოვიდა ARKit-ის შემთხვევაშიც — Apple-მა შეიმუშავა ახალი ძრავი და გაუხსნა წვდომა დეველოპერებს მათ აპლიკაციებში ამ ტექნოლგიის ინტეგრაციისათვის.
ხოლო შემდგომ, ეფლის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, „ჩვენს მიერ გაკეთებულის გამეორებას ცდილობენ კონკურენტები. თუმცა მათ არა აქვთ ის უზრუნველყოფა, რაც გვაქვს ჩვენ და ეს უფრო გაქვს უხარისხო იმიტაციას“.
ჩვენ გვაქვს უდავო უპირატესობა — ჩვენ ვაკონტროლებთ როგორც აპარატურულ, ასევე პროგრამულ უზრუნველყოფას. ეს კონკურენტებს არა აქვთ.
დამატებული რელაობის მიმართ ტიმ კუკის დამოკიდებულება, ისევე როგორც მთლიანად Apple-ის, ოპტიმისტურია.
ზემოქმედების დონით ARKit გახდება App Store-ის მსგავსი. არცერთ სხვა მოწყობილობას არა აქვს ისეთი კომერციული საფუძველი, როგირც აქვს iOS-ს. წარმოიდგინეთ 15 მილიონი ადამიანი, რომელსაც მოსწონს AR. iPhone-ში დამატებული რეალობის დამატებით, Apple ავტომატურად გახდა ამ ბაზარზე უმსხვილესი მოთამაშე.
თუმცა ქსელში უკვე არაერთი წელია დადის ჭორები, რომ ეფლი გამოუშვებს დამატებული რელობის სათვალეს, ტიმ კუკმა საბოლოოდ დაასამარა ეს აზრი.
დღესითვის არ არსებობს ტექნოლოგია, რომელიც ამას ხარისხიანად გააკეთებს. გამოსახულება სწორად უნდა გამოისახოს და მომხმარბეელი უნდა „ჩაიძიროს“ შიგთავსში. ეს ჯერ-ჯერობით დიდი პრობლემაა.
ეკრანების ადექვატური ტექნოლოგია ჯერ არ არსებობს. როგორც კი ასეთი გაჩნდება — ჩვენ დავიწყებთ ახალი პროდუქტის შექმნას. მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც მივხვდებით, რომ ეს შეიძლება ხარისხიანად გაკეთდეს.
ჩვენ არ გვაქვს მიზანი ვიყოთ პირველი. ჩვენ გვინდა ვიყოთ საუკეთესო. ყველაფერი, რასაც სხვა კომპანიები აკეთებენ, ჩვენ არ გვაკმაყოფილებს. დარწმუნებული ვარ, ამჟამინდელი სათვალეები მომხმარებლებს არ მოსწონთ.
როგორც ჩანს, Apple რეალურად შედის იმ კომპანიების ჩამონათვალში, რომლებმაც იციან როგორ შეცვალონ ეს სამყარო ვირტუალური და დამატებული რეალობით. ჩვენ ჯერ-ჯერობით მზად არა ვართ.
წყარო: Independent