სიახლეები

ჯონი აივი: iPhone X-ის შექმნაზე 5 წელი დაგვჭირდა

613views

Apple-ის მთავარი დიზაინერი აღფრთოვანებულია შედეგებით და სრულიად არ დარდობს ფულზე.

The New Yorker-თან ინტერვიუში ჯონათან აივმა გაგვანდო iPhone X-ის შექმნასთან დაკავშირებული საინტერესო დეტალები, აღნიშნა თავისი დამოკიდებულება ტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებით და ახსნა, თუ საიდან იღებს აღმაფრენას.

თუმცა Apple-ს აქვს ასობით პატენტი, ტექნოლგიების უმრავლესობა კომპანიას ჯერ კიდევ გაფანახული აქვს. ჯერ-ჯერობით ყველაფერი, რაც ჩაიფიქრეს Apple-ის ინჟინრებმა და დიზაინერებმა, შეუძლებელია რომ განხორციელდეს, ტექნოლოგიების ჩამორჩენის გამო. კომპანია უბრალოდ ელოდება შესაფერის დროს.

სექტემბერში ჩვენ დავაანონსეთ iPhone X. ჩვენ ხუთი წელი დავხარჯეთ მის შექმნაზე. უნდა ვაღიარო, რომ მე აღტაცებული ვარ იმით, თუ როგორ მუშაობს ხელოვნური ინტელექტი და იმითაც, თუ რას მალავს ის ჯერ კიდევ.

რატომ გაჩნდა iPhone X მხოლოდ ახლა? ამისთვის 55 მიზეზი არსებობს. მათ შორის ერთ-ერთი — ჩვენ მუდმივად ვიყავით კონცენტრირებული ერთ ამოცანაზე და ამავდროულად საჭირო იყო მკაფიო გადაწყვეტილებების მიღება. მერწმუნეთ, მუდმივად დაძაბულ სიტუაციაში ყოფნა — ძალიან დამღლელია.

მაგალითად, სტივ ჯობსის ყურადღება მუდმივად მიმართული იყო რეალურად კარგი მოწყობილობების გამოშვებაზე. და ფული მისთვის მეორეხარისხოვანი იყო.

აივის განცხადებით, პირველი თაობის iPhone-ის შექმნას წინ უსწრებდა ეფლის გუნდის ზიზღი იმ დროს ბაზარზე არსებული ტეელფონიების მიმართ.

ჩვენ ვიცოდით, რომ არსებობს ხერხი, რომლის წყალობითაც ჩვენ შევძლებდით უკეთესი მობილური ტელეფონის შექმნას. უმეტესი მწარმოებლების პრობლემა არის — მოწყობილობის გამოშვება მხოლოდ მოგების მიზნით. ისინი თავიდანვე არ არის შექმნილი ადამიანებისათვის.

აივმა აღნიშნა, რომ iPhone X-ის შემქნაზე ძალიან ბევრი ენერგია დაიხარჯა. ამ დროს მოქმედებების 99% კადრს მიღმა დარჩა — იდეებისა და ტექნოლოგიების უმრავლესობა არასაკმარისად პრაქტიკული აღმოჩნდა და ეფლმა უარი თქვა მათზე.

წყარო: BI

Comments

comments

Leave a Response