სიახლეები

Google-მა იყიდა Apple. მოიცა, რაა? ასეთი რეაქცია გვქონდა ჩვენც

481views

ავტორიტეტულმა სააგენტომ Dow Jones გვამცნო, რომ გუშინ Google-მა შეიძინა Apple. 9 მილიარდ დოლარად. რამოდენიმე საათით ეფლის აქციების ფასმა 1.28%-ით მოიმატა, ხოლო შემდგომ…

…ხოლო შემდგომ Dow Jones-მა დაწერა, რომ სიახლე „ტექნიკური შეცდომის“ ბრალი ყოფილა და სინამდვილეში მსგავსი გარიგება არ ყოფილა.

ჩანაწერი უკვე წაშლილია ახალი ამბების სააგენტოს საიტიდან.

თავდაპირველად შეთანხმების ტექსტი გვამცნობდა, რომ გუგლი ეფლს ყიდულობს 9 მილიარდ დოლარად, თანახმად სტივ ჯობსის ანდერძისა. უფრო მეტიც, Google-ს „შტამომავლობით“ უნდა ერგოს ეფლის შტაბ-ბინა, ხოლო კომპანიის ყოველი აქციონერი 9 აქციას მიიღებს.

ყალბმა სიახლემ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია და როგორც ჩანს, ჟურნალისტიკაში 2017 წლის ყველაზე დიდი ჩაფლავება იქნება.

წყარო: 9to5mac

Comments

comments

Leave a Response