სიახლეები

iOS 11.1-ში დაბრუნდება 3D Touch ჟესტი

439views

გუშინ გამოვიდა iOS 11.1 beta 2 დეველოპერებისათვის და საჯარო ბეტა-ტესტერებისათვის. როგორც აღმოჩნდა, განახლება ბევრ სიახლეს იტევს.

მათ შორის მთავარი — მალტითასქინგის პოპულარული ჟესტის დაბრუნება სისტემაში, რომელიც Taptic Engine-ის შესაძლებლობას იყენებს. საუბარია მოწყობილობის ეკრანის მარცხენა ნაწილში სვაიპზე 3D Touch-ით.

საოპერაციო სისტემის ბოლო ვერსიაში დააბრუნეს ეს ჟესტი. ახლა ის ნორმალურად მუშაობს, ხოლო მენიუში გადასვლის ანიმაცია ნარნარად მოქმედებს.

თუ აპლიკაცია სიაში არ არის, ჟესტი მომხმარებელს დააბრუნებს სამუშაო მაგიდის ბოლო გახსნილ ეკრანზე. სისტემის წინა ვერსიაში (iOS 10.3.3 და უფრო ძველი) ჟესტი ხანდახან არაკორქტულად მუშაობდა და მომხმარებელი მეზობელ ფანჯარაზე გადაყავდა.

ამის გარდა, ამ ბეტა-ვერსიაში გამოსწორებულია ხარვეზების დიდი ოდენობა, მათ შორის შრიფტების წანაცვლების პრობლემა შეტყობინების ცენტრში, Apple Music-ში დისკოგრაფიის ჩვენების ხარვეზი და ა.შ.

ერთადერთი — ჯერ-ჯერობით თვითონ 3D Touch სამუშაო მაგიდაზე ცოტა ნელა მუშაობს. იმედია, რომ საბოლოო ვერსიაში ეს ხარვეზიც გასწორდება.

Comments

comments

Leave a Response