სიახლეები

Apple გამოფხიზლდა და iTunes-ში კვლავ დაამატა App Store

331views

ერთი თვის წინ Apple-მა გამოუშვა iTunes-ის განახლებული ვერსია, 12.7. ძირითადი ცვლილება იყო მობილური აპლიკაციების, აუდიო-წიგნების და რინგტონების მაღაზიის ამოღება პროგრამიდან.

Apple-ის დეველოპერების მოსაზრებით iTunes მხოლოდ მულტიმედიური შიგთავსის გამავრცელები უნდა ყოფილიყო და მეტი არაფრის. შედეგად, თავისი გადაწყვეტილებით კომპანიამ გამოიწვია მომხმარებელთა აღშფოთება.

ამიტომ კომპანიამ გადაყვიტა გამოასწორს სიტუაცია და გამოუშვა iTunes-ის კომპრომისული ვერსია, 12.6.3, რომელშიც ყველა ძველი ფუქნცია კვლავ მუშაობს. მისი ინსტალაცია არ გამოიწვევს კონფლიქტს iTunes-ის არსებულ ვერსიასთან.

საჭირო ვერსია შეგიძლიათ გადმოწეროთ შემდეგი ბმულებიდან:

წყარო: DP

Comments

comments

Leave a Response