ქსელში უკვე არა ერთი წელია დაიარება ჭორი იმის შესახებ, რომ Apple ხელოვნურად, სპეციალურად ანელებს ძველ მოწყობილობებს ახალი Firmware-ის გამოსვლის შემდეგ. Futuremark-ის ექსპერტების მონაცემებით, ეს ასე არ არის.
2016 წელიდან კომპანიამ შეაგროვა 100 000-ზე მეტი მაჩვენებელი, iPhone-ის შვიდი მოდელის მიხედვით, საოპერაციო სისტემის სამ სხვდასხვა მოდელზე დაყრდნობით: iOS 9, 10 და 11.
პირველი მოწყობილობა გახლავთ iPhone 5s, Apple-ის პირველი მოწყობილობა 64 ბიტიანი პროცესორით. ცხრილის მიხედვით, გრაფიკული წარმადობამ იმატა და არ იკლო, ბოლო 1.5 წლის განმავლობაში. პროცესორის მუშაობა ოდნავ შენელდა.
გრაფიკები სხვა მოწყობილობებისათვის, მათ შორის iPhone 6, 6s და 7 გვიჩვენებენ წარმადობის მცირედ ვარდნას და მატებას, როდესაც საქმე ეხება გრაფიკულ პროცესორს.
iPhone 6 და 7-ში გრაფიკული პროცესორის წარმადობამ მოიმატა iOS-ის წინა ვერსიებთან შედარებით.
ბენჩმარკინგის ჩვენი მონაცემები ცხადყოფენ, რომ იმის ნაცვლად, რომ წინასწარი განზრახვით გააუარესოს ძველი მოდელების წარმადობა, Apple რეალურად კარგად მუშაობს ძველი მოწყობილობების მხარდაჭერაზე.
აი ესეც დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ კუპერტინო ცდილობს გააუმჯობესოს თავისი მოწყობილობების მუშაობის ხარისხი.
იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალშიც ასე იქნება.
წყარო: Macrumors