სიახლეები

iPhone 8 Plus-ის გაყიდვებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა

381views

KGI Securities-ის ანალიტიკოსები გვიზიარებენ საინტერესო ინფორმაციას.

მინ-ჩი კუომ წარმოადგინა ახალი ანგარიშგება, რომლის მიხედვითაც iPhone 8 Plus-ის გაყიდვები გაცილებით აჭარბებს მოსალოდნელს. ამასობაში ჩვეულებრივი „რვიანზე“ მოთხოვნა დრამატულად ეცემა.

კუომ აღნიშნა, რომ გაყიდვების ბუმი 2018 წელს დაიწყება, როდესაც ეფლი საბოლოოდ ააწყობს ახალი მოდელების მასიურ წარმოებას.

ანალიტიკოსების შეფასებით, ახალი აიფონების გაყიდვები 2018 წელს 245-255 მლნ ერთეულს შეადგენს, რაც 35-45 მლნ ერთეულით მეტი იქნება, ვიდრე ერთი წლით ადრე.

წყარო: 9to5

Comments

comments

Leave a Response