სიახლეები

iPhone X-მა წარმატებით მიიღო სერთიფიცირება და მზად არის 27 ოქტომბრისთვის

246views

დღეს Apple-მა აშშ-ს ფედერალური კომუნიკაციების კომისიიდან iPhone X-თვის (FFC) სერთიფიცირება მიიღო. მოწყობილობამ გაიარა ყველა საჭირო გამოცდა და მზად არის გასაყიდად.

მანამდე Apple-ს თავის საიტზე ასეთი ტექსტი ეწერა:

iPhone X მოთხოვნების შესაბამისად ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული ფედერალური კომუნიკაციების კომისიიდან, ეს მოწყობილობა ვერ გაიყიდება ნებართვის მიღებამდე.

FFC-ს სტატუსი ყველა მოწყობილობას სჭირდება, მის გარეშე აშშ-ში პროდუქტს კანონიერად ვერ გაყიდი. მისი სერთიფიცირების შემდეგ, ყველანი დარწმუნებული ვართ, რომ პროდუქტს ყველაფერი ნორმაში აქვს და მზად არის გასაყიდად. ახლა უკვე ოთხივე ვერსია დამტკიცებულია FFC-ს მიერ, ამიტომ Apple-მაც უკვე საიმედოდ წაშალა ტექსტი.

შეგახსენებთ, რომ iPhone X-ის წინასწარი შეკვეთები 27 ოქტომბერს დაიწყება, ხოლო App Store-ში 3 ნოემბრიდან შეძლებთ ყიდვას.

Comments

comments

Leave a Response