Sumsung Electronics-ი, რომელიც OLED ეკრანების ერთადერთი მიმწოდებელია iPhone X-სთვის, თითოეული პროდუქტის გაყიდვისთვის 110 დოლარს მიიღებს. ეს თანხა იმ თანხაზე უფრო მეტია, ვიდრე Samsung-ი Galaxy S8-ის გაყიდვიდან იღებს. ამ მონაცემებს კომპანია Counterpoint Technology-ის კვლევებში ცნობილი ჟურნალის Wall Street Journal-ის თანამშრომლები ავრცელებენ.
როგორც ცნობილია, Samsung-მა ასევე გააკეთა ბატარეის პაკეტები და კონდენსატორები iPhone X-თვის, ამ ყველაფრის მიხედვით გაყიდვების პირველივე თვეში Samsung-ს საშუალება აქვს 4 მილიარდის მოგება ნახოს — პროგნოზირებს Counterpoint Technology.
ცოტა ირონიული და საინტერესო ფაქტია, როდესაც შენ კონკურენტ კომპანიას ეხმარები შექმნას პროდუქტი და მოგებას ნახულობ მისგან. Samsung-ის აღმასრულებლები სარკაზმის გარეშე ამბობე: “ეს ყველაფერი მართალია. ისინი ჩვენი საუკეთესო კლიენტი არიან.” Apple აძლევს მათ მოგებას, თავისი პროდუქტის გაძლიერებისათვის. მარტივად, რომ ვთქვათ Samsung-ი Apple-ის თანამშრომელია, თანაც ძალიან ბეჯითი!