სიახლეები

ახალი Beta iPhone X-ის ინტერფეისის დეტალებს გვიჩვენებს (ფოტოები) (ვიდეოები)

194views

Apple-ის საოპერაციო სისტემების ახალ ბეტა ვერსიებთან ერთად, რომლებიც ცოტა ხნის წინ გამოუშვეს, კომპანიამ ასევე გამოუშვა Xcode 9.1-ის ახალი ბეტა ვერსია. იგი მხარს უჭერს ახალ iOS 11.1-ს watchOS 4.1-ს და tvOS 11.1-ს — მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ის შეიცავს ბევრ საინტერესო ინფორმაციას iPhone X-ზე, რომელსაც ჩვენ ყველანი ველით. დეველოპერებმა აღმოაჩონეს ყველაფერი რისი აღმოჩენაც შეიძლებოდა.

Xcode 9.1-ში მოიძებნა სადემონსტრაციო ვიდეოები, რომელიც აჩვენებს iPhone X-ის სხვადასხვა ფუნქციებს. ასევე დეველოპერის პაკეტი შეიცავს iPhone X eluminator-ს, რომელიც საშუალებას გაძლევთ იხილოთ ინტერფეისის ელემენტები, დაბლოკილი ეკრანი და განბლოკილი ეკრანი უფრო დეტალურად.

ეკრანზე ყურადღებას იქცევს დოკის ხატულები, მათი დიზაინი დაახლოებით ისეთივეა როგორიც MacOS-ზე და iPad-ზე — მათგან ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ ოთხზე მეტი ხატულის დამატება არ არის შესაძლებელი, როგორც ნებისმიერი iPhone-ის დოკზე.

ასევე ეკრანზე შეინიშნება ახალი დეტალები, მაგალითად წარწერა “Swipe up  to Open”. აქამდე iPhone განბლოკვისთვის გვთხოვდა ღილაკზე ხელის დადებას, ახლა კი რადგან Home ღილაკი აღარ გვაქვს iPhone X-ში, შესაბამისად ხელის გადასმით სრულდება იგივე მოქმედება.

გარდა ამისა ეკრანზე გამოჩნდება კამერისა და ზარის ხატულები, ამ ფუნქციებთან წვდომისთვის საჭიროა ძლიერად თითის დაჭერა, ანუ 3D Touch-ის გამოყენება, რაც სამწუხაროდ Simulator-ში არ მუშაობს.

ახლა კი გაჩვენებთ ვიდეოებს, რომლებიც გამოაქვეყნა დეველოპერმა გილერმე რამბომ:

Comments

comments

Leave a Response