სიახლეები

ცნობილი გახდა iPhone 8 და iPhone 8 Plus-ის კომპონენტების ფასი

169views

კვლევითმა კომპანია IHS Markit-მა ჩაატარა სმარტფონების კომპონენტების ბაზრის ანალიზი და დათვალა, თუ რამდენი უჯდება ეფლს აიფონების წარმოება.

ანალიტიკოსების შეფასებით, წელს iPhone 8-ის კომპონენტების ფასი $247.51-ს შედაგენს. დაანგაირშება ითვალისწინებს მოწყობილობაში მინიმალური ოდენობის მეხსიერებას.

ნაწილების ჯამური ღირებულება სმარტფონის ღირებულების 35%-ს შეადგენს. აქ არ არის დამატებული აწყობის, ლოგისტიკის, მარკეტინგის და დეველოპმენტის ღირებულება. გასულ წელს ამავე კომპანიამ დათვალა, რომ iPhone 7-ის ნაწილების ფასი $237.94 იყო.

iPhone 8 Plus-ის ნაწილების ფასი $288.08 გამოვიდა. iPhone 7 Plus-ის შემთხვევაში — $270.88.

წელს ახალი აიფონები A11 Bionic პროცესორით მუშაობს. ეს პირველი პროცესორია, რომლის გარფიკული ნაწილი მთლიანად ეფლმა შექმნა. ადრე კომპანია სხვა მწარმოებლების გრაფიკულ პროცესორს იყენებდა.

iPhone 8 უფრო ძვირი ჯდება შუშის კორპუსის და უსადენო დამტენის გამო.

წყარო: appleinsider

Comments

comments

Leave a Response