სიახლეები

როდის იქნება iPhone X ჩვენ ხელში?

147views

პრეზენტაციაზე გვითხრეს, რომ iPhone X-ის გაყიდვების დაწყება 3 ნოემბრიდან არის დაგეგმილი. ეს გამოკვეთავს იმ ფაქტს, რომ iPhone Ten-ის ხაზი არ გაიყიდება სხვა სმარტფონებთან ერთად. ეს ასევე კიდევ ერთხელ ადასტურებს წარმოებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, რომელიც ყოველ წელს იზრდება. მოთხოვნა ყოველთვის უფრო დიდია, ვიდრე მიწოდება.

ანალიტიკოსი კრისტოფერ კეისი გასულ კვირას აზიაში გაემგზავრა და Apple-ის მიწოდების ქსელის წარმომადგენლებთან ისაუბრა, ყველა მისი თანამოსაუბრე ამბობდა, რომ iPhone X-ის წარმოება ჯერ არ დაწყებულა.

კომპანიის წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ ანალიტიკოსმა დაადგინა, რომ სმარტფონი ოქტომბრის შუა რიცხვებში შევა სერიული დამზადების ეტაპზე. ამიტომ, ცოტა რთულია იმის დაჯერება, რომ 3 ნოემბრისთვის გაყიდვების დასაწყებად ყველაფერი მზად იქნება.

როგორც წესი წარმოების დაგვიანება და პრობლემები, საკმაოდ დიდი პრობლემას უქმნის გაყიდვებს. თუ გეგმავთ ახალი iPhone X-ის (Ten) 27 ოქტომბერს წინასწარ შეკვეთას, ჩვენ გისურვებთ პროდუქტის ამ წლის ბოლომდე მიღებას!

Comments

comments

Leave a Response