12 სექტემბრის ღონისძიებაზე ეფლმა გაგვაოცა არა მხოლოდ ახალი და შესანიშნავი აიფონებით, არამედ გვიჩვენა რამოდენიმე ახალი აქსესუარიც.
უსადენო დამტენი AirPower
პირველი მოწყობილობა, რომელმაც გაგვაოცა — უსადენო დამტენი AirPower გახლავთ.
ეს არ არის უბრალოდ დამტენი, ეს არის თეთრი ფერის და ძალიან ლამაზი დამტენი ნოხი. მას შეუძლია ერთდროულად რამოდენიმე მოწყობილობის დატენვა: Apple Watch Series 3, iPhone 8/8 Plus, iPhone X და AirPods.
დატენვის სისწრაფე ყველგან ერთნაირი იქნება. გვპირდებიან, რომ სისწრაფე კაბელით დატენვას დიდად არ ჩამოუვარდება.
ეს ახალი მოწყობილობა 2018 წლის დასაწყისში გამოვა.
AirPods 1.2
და რა შეიცვალა ამ ახალ მოწყობილობაში. თვითონ ყურსაცვემები დიდად არა, მხოლოდ ჩასადები ყუთი.
დატენვის ინდიკატორმა გადაინაცვლა შიდა კედლიდან გარე კედელზე, ხოლო ჩამოყრის ღილაკმა — ცენტრში. ყუთი მხარს უჭერს უსადენო დატენვის ფუქნციას. სწორედ ეს არის განსხვავება.
გამოშვების თარიღი უცნობია.
urBeats3
ღონისძიების პარალელურად ეფლმა განაახლა საიტიც და მასზე განთავსებული პროდუქტებიც. და დაამატა ახალი ყურსაცმელები, urBeats3.
როგორც აღწერილობაში წერია, მკვეთრად გაუმჯობესდა ხმა და მათი გამოყენება კიდევ უფრო მოსახერხებელი გახდა.
არის ორი ვარინატი: 3.5 მმ-იანი გასართით და Lightning გასართით.
iPhone-ის შალითები და Apple Watch-ის სამაჯურები
ლამაზ და კომფორტულ ტელეფონებს და საათებს ასევე ლამაზი და მოხერხებული შალითები და სამაჯურები სჭირდებათ.
ამ მიმართულებითაც ეფლმა სიახლეები შემოგვთავაზა: