ჩვენ უკვე ვიცით, რომ აიფონის ახალ მოდელში აღარ იქნება სენსორული ღილაკი და Touch ID. სამაგიეროდ მასში იქნება სახის ამოცნობის რევოლუციური ტექნოლოგია, Face ID.
დეველოპერმა გილერმო რემბომ გვიჩვენა, თუ როგორ მუშაობს ეს ახალი ტექნოლოგია.
ტეელფონის კამერა ასკანირებს მფლობელის სახეს. პროცესის დასრულების შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება სმაილიკი.
ამის გარდა, რემბომ გამოაქვეყნა ეკრანის სურათი, სადაც ჩანს Face ID და პაროლი. სახის სკანირება გამოყენებული იქნება იმავე სიტუაციებში, სადაც გამოიყენებოდა Touch ID.