საოპერაციო სისტემის ახალ ვერსიაში, რომელმაც ორიოდე დღის წინ გაჟონა ქსელში, ძალიან ბევრი დეტალი იქნა აღმოჩენილი. 9to5mac-ის დეველოპერებმა დეტალურად შეისწავლეს iOS 11-ის Gold Master ვერსია და აი რა აღმოაჩინეს.
ჯერ ერთი, გაჩნდა ახალი ფუნქცია — Portrait Lighting. ის არის პორტრეტული რეჟიმის გაუმჯობესებული ვარიანტი, სურათის სიღრმის გამოყენებით, რომელიც იმიტაციას უკეთებს სხვადასხვა შუქის ეფექტებს: Contour Light, Natural Light, Stage Light, Stage Light Mono და Studio Light.
ასევე დაემატა ვიდეოს ჩაწერის ახალი რეჟიმები:
- 1080p HD წამში 240 კადრი სიჩქარით (480 მბაიტი)
- 4K წამში 24 კადრი ს��ჩქარით (270 მბაიტი) (კინოს ფორმატი)
- 4K წამში 60 კადრი სიჩქარით
მეორე სიახლე — True Tone ეკრანი, როგორ iPad Pro-ში. ეკრანის გარჩევადობა — 1125 × 2436 პიქსელი.
Face ID გახდება სახის ამოცნობის ტექნოლოგიის ოფიციალური სახელწოდება.
კვლავაც დადასტურდა სმარტფონის დიზაინი.
SOS-რეჟიმი ცოტა სხვანაირად გამოიძახება, ერთდროულად კვების და ხმის აწევის ღილაკებით.
საინეტრესოა, რომ ასევე მოხდება ემოჯების ცვლილება. ამიერიდან ისინი ანიმირებულია და სახელად ერქმევათ Animoji.
და ჰო, დაამატეს მოღიმარი ყაყაშკა. ხომ გაგიხარდათ?
ახალ iPhone 8-სთან ერთად წარმოდგენილი იქნება განახლებული AirPods-ები.
მოწყობილობის სახელია AirPods 1,2. ადრე იყო AirPods 1,1.
Home ღილაკის გამოძახება მოხდება ეკრანის ქვედა ნაწილში განთავსებული ზოლის საშუალებით.
რამდენად დადასტურდება აღნიშნული სიახლეები, ჩვენ ამას სულ ცოტა ხანში გავიგებთ.
წყარო: 9to5