სიახლეები

სტივ ჯობსის თეატრი ემზადება ღონისძიებისათვის

96views

კვირაზე ნაკლები რჩება ეფლის მორიგი ღონისძიების გამართვამდე. ჩვენ მას ველოდებიტ არა მარტო იმის გამო, რომ მორიგი შედევრი ვიხილოთ ჩვენთვის საყვარელი კომპანიისგან, არამედ იმიტომაც, რომ ღონისძიება ჩატარდება კომპანიის ახალი კამპუსის ტერიტორიაზე. დრონების მფლობელების წყალობით ჩვენ უკვე კარგად ვიცით, თუ როგორ გამოიყურება ეს ახალი ოფისი.

როგორც ვიდეო-რგოლიდან ჩანს, მშენებლობა უკვე დასრულებულია და მიმდინარობს ლანდშაფტის მოწესრიგების სამუშაოები. დაგეგმილია უამრავი ოდენობის ხისა და ბუჩქის დარგვა.

ვიდეოს ბოლოში ჩვენ ვხედავთ სტივ ჯობსის სახელობის თეატრს — უზარმაზარ, ცილინდრული ფორმის შენობას, რომლის კედლებიც შუშისგან არის დამზადებული, ხოლო სახურავი — კარბონატისგან.

დარბაზი 1000 მაყურებელს იტევს და ის მიწისქვეშ არის განთავსებული. შემდეგ სამშაბათს ის პირველ სტუმრებს მიიღებს. გემუგი აუცილებლად ჩაატარებს ამ ღონისძიების ტრანსლაციას და აგრეთვე მოხდება შეკრება ჯეოლაბში.

Comments

comments

Leave a Response