ტაივანში ოპტიკის მწარმოებელი საწარმო Largan Precision ჯერ ბოლომდე არ ჩამდგარა მწყობრში და Apple-მა უკვე მთლიანად დაიკავა სმარტფონების ფოტო-მოდულების საწარმოო სიმძლავრეები. მოდულის გარჩევადობა 12 მეგაპიქსელზე მეტი იქნება, გვატყობინებს DigiTimes.
წარმოების დაწყება დაგეგმილია ამამ წლის ოქტომბერში. ახალი ქარხანა, რომელიც ტაივანზე, ქალაქ ტაიჯუნშია განთავსებული წლიურად 600 მილიონ მოდულს გამოუშვებს — ექვსჯერ უფრო მეტს, ვიდრე ეს ამ ეტაპზე მას შეუძლია.
Largan ერთადერთი მწარმოებელია, რომლისაც შეუძლია 12 მეგაპიქსელზე მაღალი გარჩევადობის მოდულების წარმოება და რომელიც შეესაბამება ეფლის მოთხოვნებს ხარისხის თავლსაზრისით.
კომპანიამ კომენტარებისაგან თავი შეიკავა, მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ისინი არასოდეს ასაჯაროვებენ მონაცემებს შეკვეთების შესახებ.
ვინაიდან წარმოება ოქტომბერში გაიეშვება, კამერები სავარაუდოთ ეფლის შემდეგ მოდელში იქნება გამოყენებული, iPhone 9-ში.
წყარო: digitimes.com