ჩინელმა მუშებმა ჩვენზე კარგა ხნით ადრე იციან ყველაფერი Apple-ის მომავალი სმარტფონის შესახებ. და ხანდახან ჩვენც გვიზიარებენ ამ ცოდნას. ამჯერად ცნობილი გახდა, თუ რა ერქმევა მომავალ მოდელებს.
9to5mac-ის ჟურნალისტი იმყოფებოდა IFA 2017-ზე და გაიგო ზოგიერთი რამ ტელეფონის შალითების მწარმოებლებისაგან. ორმა მათგანმა უკვე დაადასტურა, რომ იციან აიფონის მომავალი მოდელების სახელები.
მაშ ასე, 2017 წლის აიფონებს ერქმევა:
- iPhone 8
- iPhone 8 Plus
- iPhone Edition
ამის გარდა, მწარმოებლებმა აღნიშნეს, რომ iPhone Edition-ს ექნება უსადენო დატენვის მოდული Qi, დამუხტვის დაბალი სიჩქარით. ის თავსებადი იქნება Qi-ს მიმდინარე დამტენებთან.
ორივე მწარმოებელმა ასევე აღნიშნა, რომ ამ წლის აიფონებში კვლავ Lightning კაბელი იქნება გამოყენებული, თუმცა შემდგომში დაგეგმილია USB-C-ზე გადასვლა.
და ბოლოს. ყველა ფლაგმანში გამოყენებული იქნება Gorilla Glass 5 შუშა.
წყარო: 9to5