როგორც იქნა, ჭირები დადასტურდა, 12 სექტემბერს ეფლი გამართავს თავის საშემოდგომო ღონისძიებათა ციკლის პირველ შეკრებას და წარმოგვიდგენს ახალ მოწყობილობებს.
ოფიციალური მოსაწვევები უკვე დაეგზავნათ ტექნოლოგიურ საინფორმაციო საშუალებებს.
ახალი მოწყობილობების პრეზენტაცია გაიმართება თბილისის დროით 21:00-ზე და მისი ჩატარებისთვის არჩეულია სტივ ჯობსის სახელობის თეატრი, Apple Park-ის ტერიტორიაზე.
GeMUG აუცილებლად ჩაატარებს ყოველწლიურ შეკრებას და ყველა დაინტერესებულ პირს ეპატიჟება აღინიშულ ღონისძიებაზე.
თუ სად შევიკრიბებით, ამის შესახებ დამატებით გაცნობებთ რამდენიმე დღეში.