კომპანია Apple ნელნელა უერთდება სოციალურ ქსელებს, რამოდენიმე დღის წინ მათ Instagram-ზე გვერდი გახსნეს. ახლა თქვენ შეგიძლიათ გადაიღოთ ფოტოები და მარტივად ანახოთ Apple-ს Instagram-ზე მონიშვნით –– @Apple. ასევე შეგიძლიათ ისიამოვნოთ, დაათვალიეროთ მთელი მსოფლიოს მაშტაბით iPhone-ით გადაღებული ფოტოები. როგორც Mashable-ს კოლეგები ამბობენ, ეს გვერდი არ არის რეკლამისთვის განკუთვნილი.
ჩვენ კარგად ვიცით, რომ Apple-ი iPhone-ის მომხმარებლების მიერ გადაღებულ ფოტოებს იყენებს სარეკლამო რგოლებისა და ბილბორდებისათვის. გარდა ამისა, თქვენ გაქვთ შანსი ნახოთ თქვენი გადაღებული ფოტო, რომელსაც Apple Instagram-ის გვერდზე გამოაქვეყნებს.
აქამდე ინსტაგრამზე შეგეძლოთ მხოლოდ #AppleMusic-ის გვერდის ნახვა. Facebook-სა და Twitter-ზე ანგარიშები Apple-ს არ ქონია, Facebook-ზე არსებული გვერდი ასევე არ გამოიყენება სარეკლამოდ. Twitter-ზე კი შეგიძლიათ ნახოთ მხოლოდ @AppleSupport, რომელიც შექმნილია მომხმარებლების დასახმარებლად.