მნიშვნელოვანი სიახლეები 

რა დაუჯდა Apple-ს კონფლიქტი Nokia-სთან

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ Apple-მა დაარეგულირა ყველა საპატენტო დავა Nokia-სთან, რის შედეგადაც ამ უკანასკნელის პროდუქტები კვლავ გამოჩნდა ეფლის მაღაზიებში. თუმცა, ეს გადაწყვეტილება ეფლს იაფი არ დაჯდომია.

როგორც გვატყობინებს MacRumors, ეფლმა ჯამურად 2 მილიარდი დოლარი გადაურიცხა Nokia-ს სალიცენზიო შეთანხმების ფარგლებში. მხოლოდ ამის შემდეგ ნოკიამ გამოითხოვა ათობით სასამართლო სარჩელი აშშ-სა და გერმანიის სასამართლოებიდან. ამგვარად, კუპერტინოში ჩათვალეს არ დალოდებოდნენ სასაამრთლო გადაწყვეტილებას და მოეგვარებინათ დავა კომპენსაციის გადახდით.

თანხა ცნობილი გახდა Nokia-ს კვარტალური ანგარიშგებიდან, ამასთან არცერთ მხარეს არ გაუხმაურებია შეთანხ,ების დეტალები. სხვათაშორის, ეფლის მხრიდან თანხის გადახდა არ შემოიფარგლა მხოლოდ 2 მილიარდით: Nokia-ს განცხადებით Apple გადაიხდის როიალტის დაპატენტებულ ტექნოლოგიებში.

წყარო: MacRumors

Related posts

  • რას ედავებოდა ნოკია კონკრეტულად?

  • სტრატეგიულად დაპატენტებულ მეთოდოლოგიებს

  • ვისაც არააქვს ნოკია ის კაცი აძინოკია 😀