სიტუაცია, როდესაც ადრე მონახულებულ ლოკაციასთან გაივლი და შენი ტელეფონი იწყებს იქ არსებულ უსადენო ქსელთან მიერთებას, თბილისში ხშირი სანახავია. ამ დროს შესაძლოა გაწყდეს FaceTime ზარი, მესინჯერი ოფლაინ რეჟიმში გადავიდეს, ან მუსკის სტრიმინგი წაიბორძიკებს.
საქმე იმაშია, რომ როდესაც iPhone ხედავს ნაცნობ Wi-Fi ქსელს, ის ცდილობს მას მიუერთდეს. რასაკვირველია, ამ დროს ქსელში უამრავი ადამიანია შესული (ლოკაცია საჯაროა და ხალხიც ბევრია), რაც ხელს არ უწყობს ინტერნეტის ხარისხს.
ასე ცდილობს ამჟამად სისტემა დაგვიზოგოს ტრაფიკი, თუმცა ორიოდე წუთით კავშირი წყდება.
iOS 11-ის ბოლო ბეტა-ვერსიაში გამოჩნდა ფრიად სასარგებლო ფუნქცია. iPhone დამოუკიდებლად შეძლებს გაანალიზოს ქსელის ხარისხი და თუ ქსელში დაბალი სიჩქარეა, ან საერთოდ ინტერენტის გარეშეა, არ მიუერთდება მას ავტომატურად.
წყარო: theverge