სტივ ტრონტონ სმიტი აგრძელებს საინტერესო ინფორმაციის მოწოდებას iPhone 8-ის შესახებ. ამჯერად საქმე კვლავ HomePod-ში აღმოჩენილ სიახლეებს ეხება.
ჯერ ერთი, მიკროკოდში ვერ მოიძებნა Touch ID-ის შესახებ ვერანაირი ინფორმაცია. მეორეც, დამატებულია ფუქნცია Tap to wake (შეეხე გასაღვიძებლად). ის საშუალებას მოგცემთ შეეხოთ ეკრანს სმარტფონის გააქტიურებისათვის.
რა არის კიდევ საინტერესო, ახალი სტატუსის ზოლი. iPhone 8-ში ის ინტერაქტიული იქნება. თუ როგორ შეიცვლება — ჯერ არ არის ცნობილი.
და ბოლოს — მიკროკოდში ვერ მოიძებნა ფუნქციური არე არცერთხელ. სმიტი ამტკიცებს, რომ მალე ის სამუშაო დაფის ჩვეულებრივი ნაწილი იქნება.
ალბათ იკითხავთ, თუ რატომ აკეთებს დეველოპერი ამდენ დასკვნას iPhone 8-სთან დაკაშირებით, მხოლოდ HomePod-ზე დაყრდნობით? იმიტომ რომ HomePod-ის მიკროკოდი პრაქტიკულად იდენტურია სმარტფონის ვერსიისა.