სიახლეები

დონალდ ტრამპი: Apple მზად არის შტატებში iPhone-ის წარმოებისათვის!

73views

Apple-ს უკვე აქვს გეგმა შტატებში iPhone-ის წარმოების დასაწყებად — დონალდ ტრამპმა WSJ-ს განუცხადა. Apple-ს იდეაში სამი ახალი ქარხანის განთავსება აქვს, რომელიც აუცილებლად შტატებში იქნება, ისინი გამოიყენება სამომავლო სმარტფონების ასაწყობად. საწარმო ნაგებობების შექმნის პროცესს მხარს უჭერს კომპანია Foxconn-ი, რომელიც ასევე დაინტერესებულია ამერიკის ბაზრით.

Apple-ის წარმომადგენლები ჯერჯერობით განცხადებას არ აკეთებენ ამერიკის პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით, რისი მიზეზიც სავარაუდოდ ის არის, რომ არ სურთ მედიასთან დისკუსიაში შევიდნენ. მიუხედავად ყველაფრისა, ალბათობა მაღალია რომ iPhone-ების დიდი რაოდენობა მაინც იქნება ამერიკაში. Foxconn-ის გეგმები ცოტა სხვანაირი იყო, მათ სურდათ ამერიკაში აეშენებინათ მთელი რიგი საწარმოები, რომლებიც წარმოადგენდნენ სატელევიზიო კომპონენტების წარმოებას, რათა შეამცირონ ლოჯისტიკის ღირებულება.

iPhone-ების ჩრდილოეთ ამერიკაში წარმოების თემამ, ასევე დააინტერესა Apple-ის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი კომპანია — Pegatron-ი. კომპანიას უკვე აქვს ქვეყნის ტერიტორიაზე ქარხნები, რომელიც ემსახურება HP-ის და Dell-ის კორპორაციებს, მაგრამ ახლა Apple სთავაზობს კომპონენტების მომარაგებას.

ტიმ კუკმა ცოტა ხნის წინ ამ საკითხზე გამოხატა უკვე თავისი აზრი. Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ის არ არის ამერიკაში iPhone-ის  წარმოების წინააღმდეგი. ამას გარდა მან აღნიშნა, რომ პროცესის ორგანიზებას ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება, არა მხოლოდ კომპანიისგან არამედ პარტნიორებისგან. რომლებიც კომპონენტების ტრანსკონტინენტურ მიწოდებას უზრუნველყოფენ. ეს თავის მხირვ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს, რაც უარყოფითად იმოქმედებს პროდუქტის საცალო ფასზე.

Comments

comments

3 Comments

Leave a Response