სიახლეები

Apple-მა ახალი ჟურნალი გამოუშვა ხელოვნურ ინტელექტზე

90views

რამდენიმე დღის წინ ეფლმა წარმოგვიდგინა ახალი ბლოგი. ის ეძღვნება მანქანურ სწავლებასა და ეფლის იჯინრებისა და დეველოპრების მიღწევებს ამ დარგში. რასაკვირველია, ბლოგი ვერ გაჩნდება ცარიელი ჩანაწერებით. მასში უკვე არის რამდენიმე ჩანაწერი, მაგალითად „Improving the Realism of Synthetic Images“. მასში განხილულია კვლევების დეტალები ხელოვნური ინტელექტის სწავლების შესახებ.

პირველი პუბლიკაცია არ არის გათვლილი ფარტო მასებზე. ზოგადად, შესაძლოა ეს ბლოგი მასებს არც დააინტერესოს. თუმცა ის სასარგებლო აღმოჩნდება მკვლევარებისათვის და პროგრამისტებისათვის, რომლებიც სამანქანო სწავლების სფეროში მუშაობენ.

თვითონ ფაქტი, ასეთი ბლოგის შექმნისა მეტყველებს ეფლის დაინტერესებაზე ხელოვნური ინტელექტის სფეროთი. კომპანიამ ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გვამცნო ამის შესახებ.

Comments

comments

1 Comment

Leave a Response