როგორც ჩანს ჩვენ iOS 11-ის ინოვაციურ სიხლეებზე ნელნელა კიდევ დიდი ხნის განმავლობაში გავიგებთ ბევრ რამეს. Apple-ი აშკარად ბევრ პატარა დეტალებს აქცევს ყურადღებას, რასაც ერთ დიდი სასარგებლო განახლებამდე მივყავართ. ცოტა ხნის წინ, ამ ფუნქციის შესახებ – Rayan Johns-მა თავის Twitter-ის გვერდზე გამოაქვეყნა. გამოდის, რომ iOS 11 გვიხსნის საშინელი პრობლემისგან, ანუ ჩვენი ფლაგმანები უსარგებლო WiFi ქსელებს ავტომატურად აღარ დაუკავშირდება.
ეს პრობლემა ყოველთვის შემაშფოთებელი იყო iPhone-ის მომხმარებლებისათვის.
მაგალითზე: ერთხელ თქვენ დაუკავშირდით ყავის მაღაზიაში არსებულ WiFi-ს, ამის შემდეგ, ყოველთვის როცა თქვენ გაივლით მაღაზიასთან ავტომატურად ჯდებით მის WiFi ქსელზე, ამ დროს კი ინტერნეტთან წვდმის სიხშირე დაბალია და შესაბამისად საქმე გიფუჭდებათ. iPhone-მა ნახა ნაცნობი WiFi-ს ქსელი, მაგრამ თქვენ არ ხართ ყავის მაღაზიაში და სიგნალი არ არის იმისთვის საკმარისი, რომ ქსელმა უფრო მეტი სარგებელი მოგვიტანოს, ვიდრე ზიანი.
iOS 11-ს შეეძლება დაადგინოს ნამდვილად გამოგვადგება თუ არა იმ დროს კონკრეტულ WiFi ქსელთან წვდომა, შესაბამისად პირდაპირ, ავტომატურად არ დაიჭერს მასთან კავშირს. იმ მომენტში როდესაც ჩვენ მობილურის ინტერნეტს გამოვიყენებთ, ავტომატურად შორს მყოფ WiFi ქსელთან ჩვენი iPhone აღარ დაიჭერს ურთიერთობას – და თუ გადაწყვეტთ, რომ WiFi ქსელის დაჭერა გინდათ, მას უკვე თქვენი ხელით ჩართავთ.