სიახლეები

როგორ შეიცვალა Control Center iOS 11-ში

50views

iOS 11-ის მესამე ბეტა-ვერსიაში, რომელიც სულ რამდენიმე დღის გამოვიდა, ერთი შეხედვით დიდი ცვლილებები არ არის. სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით უფრო საიტერესოა. ჩვენ გთავაზობთ იმ სიახლეებს, რომელიც დაემატა iOS 11-ის Control Center-ში.

გახსნის ახალი ანიმაცია

iOS 11 beta 3-ში კუპერტინომ გადაამუშავა მართვის ცენტრის ანიმაცია. ახლა მისი გახსნასა და დახურვას თან სდევს ეფექტი, რომელიც გაქვს ჭიშკრის გახსნას და დახურვას. მოხერხებულია თუ არა ეს? ჯერ არ ვიცით. სამაგიეროდ ლამაზად გამოიყურება.

სიკაშკაშის და ხმის სწრაფი მორგება

წინა ვერსიებში ხმისა და სიკაშკაშის მომატება/დაკლება მხოლოდ სრულეკრანიან რეჟიმში იყო შესაძლებელი, როდესაც ამ პარამეტრებზე წვდომისათვის მართვის ცენტრში შესვლა იყო საჭირო. ახლა იგივე მანიპულაციები უფრო სწრაფად კეთდება, საკმარისია მართვის ცენტრი ოდნავ გამოვაჩინოთ, ხუთი თითის კომბინაციით.

აპლიკაციის დახურვა სვაიპით

კიდევ ერთი მცირე, მაგრამ ფრიად სასარგებლო სიახლე — გახსნილი პროგრამების დახურვა მათი ეკრანიდან გადაფერთხვის ჟესტით. აქამდე ამისათვის საჭირო იყო აპლიკაციის ხატულაზე თითის დაჭერა, გაჩერება და შემდეგ ჯვარედინ ხატულაზე დაჭერა. ეს ფრიად მოუხერხებელი იყო.

3D Touch ჟესტები iPad-ზე

მიუხედავად იმისა, რომ მოდული კვლავაც უნიკალური საშუალებაა ბოლო თაობის აიფონებზე, ეფლის დეველოპერებმა მაინც გადაწყვიტეს ამ ინტერფეისის ემულაცია აიპედზე. მისი საშუალებით პლანშეტების მფლობელები შეძლებენ შესაძლებლობების სრულ სპეკტრთან წვდომას.

Comments

comments

Leave a Response