მე სახლში მაქვს 27 დუიმიანი iMac, მაგრამ ხშირად ვიდეოს iPhone-ზე, ან iPad-ზე ვუყურებ. ეს არ არის სწორი, ვინაიდან ამხელა ეკრანიანი კომპიუტერი სრულიად მარტივად შეგვიძლია გამოვიყენოთ ფილმების საყურებლად. როგორ გავაკეთოთ? ახლავე მოგიყვებით.
AirPlay — ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება
აპლიკაცია Reflector 2 საშუალებას იძლევა მოვახდინოთ ვიდეოს სტრიმინგი AirPlay-ს და Google Cast-ის საშუალებით, ხელმისაწვდომია Mac-ზე, Android-ზე და Windows-ზე.
რაშია ამ პროგრამის არსი: თქვენ აყენებთ ამ პროგრამას ორ მოწყობილობაზე (მაგალითად, iPhone-ზე და Mac-ზე) და მაკი ხდება AirPlay მიმღები. პროგრამის თავისებურება იმაშია, რომ მეტი აღარ გჭირდებათ სხვა დამატებითი პროგრამა.
თავიდან შეგიძლიათ სცადოთ თრაიალ-ვერსია. თუ პროგრამა მოგეწონებათ, შეგიძლიათ შეიძინოთ, ფასი ნამდვილად არ არის მაღალი — $15.
ვიყენებთ Reflector-ს ვიდეოს სტრიმინგისათვის
ძალიან მარტივია. ფილმების საყურებლად უბრალოდ ჩართეთ ვიდეო iPhone/iPad-ზე, დააჭირეთ AirPlay-ს ხატულაზე და დანიშნულების წერტილად აირჩიეთ Mac.
ვინაიდან თქვენი მაკი მობილურ მოწყობილობას Apple TV ჰგონია, ის გამოჩნდება ხელმისაწვდომი მოწყობილობების სიაში. ვიდეოს გარდა ამ გზით შეგიძლიათ გაუშვათ მაგალითად Keynote-ის პრეზენტაციაც.