საიდუმლო არ არის, რომ MacBook Pro ხშირად გამოიყენება მონტაჟის სფეროში, მაგრამ ცოტას თუ უცდია ნოუთბუკზე სრულმეტრაჟიანი ფილმის შექმნა. მაგრამ წელს ესეც მოხდა. ფილმი Baby Driver სწორედ ამ გზით შეიქმნა და დეტალებს ფილმის მემონტაჟე გვიყვება.
პოლ მაჩლისის განცხადებით, ეს იყო ერთ-ერთი ურთულესი სამუშაო მის ცხობრებაში. ფილმში ძირითადი როლი მუსიკას უჭირავს — მისი აკომპანიმენტით მიმდინარეობს ფილმი, ამიტომ ფილმის წარმოება და მონტაჟის გაყოფა შესაძლებელი არ იყო. რეჟისორი რეალურ დროში მითითებებს აძლევდა მსახიობებს, ხელახლა იღებდა დაწუნებულ სცენებს და ამონტაჟებდა პირდაპირ გადამღებ მოედანზე, რათა ენახა შედეგი.
მაჩლისმა ააწყო მობილური სამონტაჟო სტუდია, რომელიც შედგებოდა MacBook Pro-სა და Avid Media Composer-ისაგან, მეორე მონიტორისაგან და აქსესუარებისაგან. ამ სტუდიის საშუალებით ხდებოდა იმის გარკვევა, თუ როგორ ჩანს სურათი ეკრანზე, გამოდის თუ არა ყველაფერი ისე, როგორც რეჟისორს სურს და კარგად მონტაჟდება თუ არა სცენები.
შედეგად, ფაქტობრივად მთელი ფილმი დამონტაჟდა ამ ნოუთბუკის საშუალებით. ამის წყალობით კინო კარგად გადაიღეს, ეკონომია გასწიეს კადრების ძვირადღირებულ პოსტ-დამუშავებაზე.