კრიპტოვალუტების არანორმალურმა პოპულარობამ გამოიწვია მაინერი ტროას ცხენების მატება macOS-ისათვის, გვატყობინებენ Symantec-იდან. იქამდე მივიდა, რომ მავნე პროგრამების სიაში მეორე ადგილი დაიკავა DevilRobber-მა, რომელიც ათასობით კომპიუტერს აერთიანებს ერთიან ქსელში, ციფრული ფულის გამომუშავების მიზნით.
ჯერ კიდევ მაისში შეტევების წილი, რომელიც DevilRobber-ზე მოდიოდა, არ აღემატებოდა 2.5%-ს, ხოლო ერთ თვეში ეს ციფრი 10-ჯერ გაიზარდა. ექსპერტები ამას უკავშირებენ ბოროტმოქმედების სურვილს რაც შეიძლება მეტი კრიპტოვალუტა გამოიმუშავონ.
ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ უმეტეს შემთხვევაში დასნებოვნება ხდება პროგრამული უზრუნველყოფის არაკონტროლირებადი ჩატვირთვის გამო, რომლებიც როგორც წესი საინფორმაციო საიტებზეა განთავსებული. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს ის ფაქტი, რომ მათ, ვისაც უნდოდათ მაინინგში ჩართვა, ჩაერთნენ, მაგრამ არა საკუთარი თავის სასარგებლოდ.
DevilRobber მუშაობს ფერმერის პრინციპით, გადააქცევს რა დასნებოვნებულ კომპიუტერს ვირტუალური ფულის ემიის მოწყობილობად. ის იყენებს ვიდეო-ბარათს და პროცესორს და კრიპტო საფულეებსაც იპარავს.