სიახლეები 

Mac-კომპიუტერებს მაინერ-ტროას ცხენები ემუქრებათ

კრიპტოვალუტების არანორმალურმა პოპულარობამ გამოიწვია მაინერი ტროას ცხენების მატება macOS-ისათვის, გვატყობინებენ Symantec-იდან. იქამდე მივიდა, რომ მავნე პროგრამების სიაში მეორე ადგილი დაიკავა DevilRobber-მა, რომელიც ათასობით კომპიუტერს აერთიანებს ერთიან ქსელში, ციფრული ფულის გამომუშავების მიზნით.

ჯერ კიდევ მაისში შეტევების წილი, რომელიც DevilRobber-ზე მოდიოდა, არ აღემატებოდა 2.5%-ს, ხოლო ერთ თვეში ეს ციფრი 10-ჯერ გაიზარდა. ექსპერტები ამას უკავშირებენ ბოროტმოქმედების სურვილს რაც შეიძლება მეტი კრიპტოვალუტა გამოიმუშავონ.

ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ უმეტეს შემთხვევაში დასნებოვნება ხდება პროგრამული უზრუნველყოფის არაკონტროლირებადი ჩატვირთვის გამო, რომლებიც როგორც წესი საინფორმაციო საიტებზეა განთავსებული. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს ის ფაქტი, რომ მათ, ვისაც უნდოდათ მაინინგში ჩართვა, ჩაერთნენ, მაგრამ არა საკუთარი თავის სასარგებლოდ.

DevilRobber მუშაობს ფერმერის პრინციპით, გადააქცევს რა დასნებოვნებულ კომპიუტერს ვირტუალური ფულის ემიის მოწყობილობად. ის იყენებს ვიდეო-ბარათს და პროცესორს და კრიპტო საფულეებსაც იპარავს.

Related posts

  • Aleksander Sukiasov შენს Mac-ს ზუსტად ეს სჭირდა

  • რაზე უნდა ამაინონ როგორ მაინტერესებს :დ რომელი 1070 – 1080 – 1080Ti დევს.

    • რაც არის იმაზე. ათასი კომპიდან დღეში 5 ცენტიც რომ მიიღო, კი არის 50 დოლარი 😉

    • მოიცა ერთი წამი თვალი უნდა გადავალო ბოლო მაკში რა დევს 7700კ არამგონია და მაგი 24 საათში წერს 0.18 $ :დ GTX 1070 წერს 1.02 $ კაი დიმა რა პროსტა ხელმრუდობის დედავატირე თორე მაკის მაინინგი არ გიაშვა :დ

    • მაკი არის მხეცი თავის სქმეში ანუ ფულის შოვნაში დეველოპერებისათვის ^_^ #სტივსშემოვევლე

    • მე იმის თქმა მინდა, რომ ბოროტმოქმედს შეუძლია ატასობით ასეთი კომპიუტერი დაასნებოვნოს დამერე ეს შენი 1 დოლარი დღეში იქცევა 1000 დოლარად, რაც უკვე სერიოზული თანხაა

  • ნებისმიერ კომპიუტერს მინიმუმ 0.05$ გაკეთება შეუძლია დღეში და წარმომიდგენია რა ფულს იშოვის ეს ტიპი :დდ