მიუხედავად იმისა, რომ iTunes საქმეები მთლად კარგად არა აქვს (ვიდეო-შიგთავსზე თუ ვილაპარაკებთ), ამას ვერ ვიტყვით Apple Music-ზე. ამ სტრიმინგული სერვისის გამოჩენასთან ერთად, მსმენელების რაოდენობა საოცრად გაიზარდა.
ექსპერტების აზრით, წლიდან წლამდე ამ სერვისით მსმენელების რიცხვი 62%-ით გაიზარდა — 184 მილიარდი ტრეკი ნახევარი წლის განმავლობაში (8 მილიარდი კვირაში). Apple Music-ის გაშვებამდე ეს მაჩვენებელი 1.5-2-ჯერ ნაკლები იყო.
გვატყობინებენ, რომ ყველაზე მეტად უსმენენ ლედი გაგას და დრეიკს — ალბომი More Life 385 მილიონჯერ იქნა მოსმენილი ერთი კვირის განმავლობაში. ამასთან ერთად ეცემა ალბომების გაყიდვის მაჩვენებელი, საშუალოდ 20%-ით. მელომანების უმრავლესობა ამჯობეინებს საფასურის გადახდას ხელმოწერაზე, ვიდრე ალბომების ყიდვაზე ცალ-ცალკე.
WWDC 2017-ზე ეფლის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ Apple Music-ს უკვე 27 მილიონი ფასიანი მომხმარებელი ყავს. Spotify-ს ფასიანი მომხმარებელთა რიცხვი 50 მილიონია, ხოლო საერთო ჯამში 140 მილიონი მომხმარებელი ყავს.