ყოველდღიურად ახალი და კარგი სიახლეები ვრცელდება ინტერნეტ სივრცეში… ყველა მათგანი კი iPhone 8-თან არის დაკავშირებული.
ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ახალ პროდუქტს შესაძლოა რაღაც ფუნქციები არ ჰქონდეს iOS-ის ახალ ვერსიამდე, როგორც Apple-ის ინჟინერები ამბობენ, მუშაობის დასრულებას ვერ ასწრებენ. Barclays-ის ანალიტიკოსი მარკ მოსკოვიჩი დარწმუნებულია, რომ iPhone 8-ის გაყიდვების მომატება OLED ეკრანის დამსახურება არ იქნება.
ჩვენ ვიცით, რომ OLED ეკრანი არ იქნება გადამწყვეტი ფაქტორი iPhone 8-ის წარმატებისა. შესაძლოა დიდი როლი ითამაშოს ბატარიამ, რომელიც საგრძნობლად გაძლიერდება. ჩვენი გამოცდილებიდან და კონტაქტებიდან გამომდინა, მომხმარებლების უმრავლესობა საერთოდ არ განიხილავს LCD ეკრანიდან OLED ეკრანზე გადასვლას.
იგი ამტკიცებდა, რომ ადამიანები არ არიან მზად გადაიხადონ დიდი ფული მხოლოდ ერთი უნიკალური ჩიპის გაძლიერების გამო ახალ iPhone-ში, ამ კატეგორიის ხალხისთვის უფრო მომგებიანი იქნება შეიძინონ მეშვიდე თაობის iPhone დაბალ ფასში. ეს კი Apple-მა კარგად იცის 😉