ჩვენ ბევრი არ ვიცი ეფლის სამომავლო ტექნოლოგიების შესახებ. მეტიც, ამ ეტაპზე არ არსებობს რაიმე საფუძველი იმისა, რომ ეფლი რაიმე ახალ მიმართულებაზე მუშაობს. თუმცა, ერთი ინფორმაცია მანც გახდა საჯაროდ ცნობილი. ამასწინათ ეფლმა განაახლა თავისი სავაჭრო ნიშნის, iCloud აღწერილობა. განახლებული ინფორმაცია გაიგზავნა ჰონ კონგის სავაჭრო ნიშნების სამმართველოში.
ყველაზე საინტერესო არის ის, თუ რა სახის პროდუქტებს მოიცავს სავაჭრო ნიშანი iCloud. საუბარია ჭკვიან სათვალეებზე და პერიფერიულ მოწყობილობებზე მისთვის, როგორიცაა კონტროლერი, ლინზები და სხვა ოპტიკური ელემენტები.
ჭორები იმის შესახებ, რომ ეფლი მუშაობს დამატებითი რეალობის მოწყობილობაზე, უფრო ადრეც გამოჩნდა. ახლა შეგვიძლია დარწმუენბულები ვიყოთ. ჩვენ ვიხილავთ სათვალეს, ან AR-გარნიტურას და ეს მოწყობილობა იმუშავებს iCloud-თან.
იმედი ვიქონიოთ, რომ ეფლი უკეთ გაართმევს თავს, ვიდრე Google, ან Microsoft.