სიახლეები

Apple-ის ახალი მონაცემების ცენტრი ევროპას მოემსახურება

92views

გუშინ ეფლმა განაცხადა თავისი გეგმების შესახებ დანიაში ახალი მონაცემების ცენტრის შენებლობის შესახებ. პირველი ასეთი აშენდება ქალაქში ვიბორგ ამა წლის შემოდგომაზე და სისტემაში 2019 წელს ჩაერთვება.

ახალი მონაცემთა ცენტრი სრულიად კვლავ აღდგენად ენერგიაზე იმუშავებს და მოემსახურება ეფლის სერვისებს (iTunes Store, Siri, iMessage, Maps) მთელი ევროპის მაშტაბით. მეორე ცენტრი აშენდება დანიის მეორე ქალაში — ობენროში, გერმანიის საზღვართან ახლოს.

პროექტის სავარაუდო ღირებულება მილიარდ დოლარს აღწევს, ამასთან დანიის ხელისუფლება საჭირო დახმარებას უწევს ეფლს პროექტის განხორციელებაში.

2015 წელს ცნობილი გახდა, რომ ეფლს სურს მონაცემთა ცენტრის გახსნა ირლანდიაში, თუმცა სასამართლო საკითხების გამო პროექტი გაიყინა. ამიტომ ახლა კომპანია სრულიად გადაერთო ამ პროექტის განხორციელებაზე სხვა ქვეყნებში.

Comments

comments

4 Comments

  1. ისე საინტერესოა როდის დაემატება..
    ჭორის დონეზე ვიცი რომ 2018 ში
    რადგან წელს ქართული კლავიატურა დაამატეს თითქოსდა გაისად ქვეყანაც დაემატება

    1. მე არც ჭორის დონეზე გამიგია მარა , იმედია რაღაც სიმართლის მარცვალი დევს მაგ ჭორში.

Leave a Response