ისრაელის კომპანია Cellebrite-ს ჰაკერებმა, რომელბიც სან-ბერნანდინოს ტერორისტის საქმეში ფიგურირებდნენ, კიდევ ერთი აიფონი შეტეხეს. როგორც გვატყობინებენ, სმარტფონი, რომელიც გაიტეხა, 18 წლის გოგონას ეკუთვნოდა ესპანეთიდან. ის გასული წლის აგვისტოში დაიკარგა. ასევე ცნობილი გახდა, რომ ტეელფონიდან ამოღებული მასალები ნივთმტკიცების სახით დაემატა სისხლის სამართლის საქმეს და შესაძლოა გადამწყვეტი როლი ითამაშოს გამოძიებაში.
გაწეული სამუშაოების ღირებულებამ 2000 ევრო შეადგინა, ხოლო ძირითადი პრობლემა მონაცემების ამოღებისას გახდა სმარფონის შიდა კომპანიების დაჟანგვის პროცესი, ვინაიდან ტეელფონი რამოდენიმე თვე წყალქვეშ იყო. ინფორმაციის ამოღების პროცედურა რამდენიმე ათეული საათი გაგრძელდა, დროის დიდი ნაწილი 4 ნიშნა კოდის მროგებას დასჭირდა. შედეგად ჰაკერებმა გატეხეს ტეელფონი და წვდომა მიიღეს მონაცემებზე.
ამ ეტაპზე ცნობილია ტელეფონის მოდელი, iPhone 6. ის სავარაუდოთ უფრო გამძლე უნდა ყოფილიყო მსგავსი ჰაკერული თავდასხმის წინააღმდეგ, ვიდრე კალიფორნიელი ტერორისტის iPhone 5c.