iOS 10.3.3, რომელიც ამ დღეებში გამოვა, სავარაუდოთ ბოლო განახლება იქნება iPhone 5 და 5c-სათვის. მიუხედავად ამისა, ეფლის დეველოპერები შეეცადნენ მაქსიმალურად მოხედნათ მოძველებულ მოწყობილობებზე საოპერაციო სისტემის ოპტიმიზაცია. თუ რამდენად კარგად გამოუვიდათ მათ ეს, იხილეთ ვქემოთ მოცემულ ვიდეოზე.
ვიდეოშ ჩანს, რომ iPhone 5 გაცილებით სწრაფად მუშაობს, აპლიკაციებს მინიმალური შეყოვნებით უშვებს. წინა ვერსიაზე ასე არ იყო — ზოგიერთი აპლიკაციის გაშვებას წამები სჭირდებოდა.
მივიღებთ iPhone 5-ზე ისეთივე სისწრაფეს, როგორც iPhone 6-ზე? რასაკვირველია არა. ფუქნციების ზრდას თავისი მიაქვს და მაქსიმაუმზე ტვირთავს 32 ბიტიან პროცესორს. არ დაგავიწყდეთ, რომ iPhone 5 უკვე 5 წლისაა და დროა ჩაბარდეს ისტორიას.