სიახლეები

Apple-ის ინჟინერებში პანიკაა, iPhone 8-ის დასრულებას ვერ ასწრებენ

87views

iPhone 8-ის გამოსვლამდე ძალიან ცოტა დრო რჩება. როგორც “Fast Company” იტყობინება, Apple-ის ინჟინერები მუშაობენ “ტკივილის რეჟიმში”, რადგან მათ მოასწრონ iPhone 8-ის პრეზენტაციამდე მომზადება.

წყარო იუწყება, რომ ინჟინერები და პროგრამისტები ჩქარობენ, რადგან გარკვეული ფუნქციების გაკეთება პრეზენტაციამდე დიდი ხნით ადრე უნდა დასრულდეს. ერთ-ერთი ასეთი ფუნქცია უკაბელო დატენვაა. ამასთან ერთად, ჯონ გუპერმა ეს ყველაფერი დაადასტურა.

Fast Company-ის ექსპერტები ამტკიცებენ, რომ პრობლემა მხოლოდ პროგრამულ სისტემაშია და არა აპარატურაში. მეორე პრობლემა წინა კამერის ახალ ფუნქციაშია, რომელიც 3D სკანერს ამუშავებს.

წყარო მიიჩნევს, რომ იქნება ბევრი ისეთი ფუნქცია რაც არ გააქტიურდება iPhone 8-ის ჩაშვების დროს, შესაბამისად ახალი ფუნქციების რაღაც რაოდენობა iOS-ის განახლების შემდეგ დაემატება. რაც შეეხება Touch ID-ის სკანერს, Apple-ს მხოლოდ რამდენიმე კვირა დარჩა.

Comments

comments

1 Comment

  1. არ ღირს ნაჩქარევად ახალი აპარატის გამოშვება. აიფონ 7 პლუსი საუკეთესოა და კარგა ხანს იქნება.

Leave a Response