KeyBanc Capital Markies-ის ანალიტისკოსის, ენდი ჰარგრივსის აზრით, Apple-ს სულ რამდენიმე კვირა რჩება, რათა ბოლომდე მოაგვაროს Touch ID-ის პრობლემა აიფონის ახალ მოდელში.
კომპანიას აქვს პრობლემები თითის ანაბეჭდის სკანერის მოწყობილობის ეკრანში ინტეგრაციის საკითხში — ასეთი დასკვნა გამოიტანა ანალიტიკოსმა სანდო წყაროებზე დაყრდნობით.
როგორც წესი, მაკომპლექტებელი ნაწილების შეკვეთა მომწოდებლებთან იწყება წარმოების დაყებამდე არანაკლებ 12 კვირით ადრე. ამიტომ ეფლს აღარ რჩება დრო, თუ უნდა რომ გაყიდვები დათქმულ რიცხვში დაიწყოს.
ვინაიდან ჯერ-ჯერობით თითის ანაბეჭდის სკანერი (როგორც ჩვენთვის ცნობილია) არაკორექტულად მუშაობს ახალ მოდელში, ეფლმა შესაძლოა უარი თქვას ამ ტექნოლოგიაზე და სახის ამოცნობაზე გადაერთოს.