შესაძლოა ამ სტატიამ გაგაკვირვოთ, ვინაიდან თვითონ ფაქტი იმისა, რომ კომპანიის გენერალური დირექტორი ბუფეტში სადილის საფასურს იხდის, ჩვენს რეალობაში რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია. მიუხედავად ამისა, ამერიკაში სალაროსტან ყველა თანაბარია, დამლაგებელიც და დირექტორიც. და ეს სწორია, რასაკვირველია. თუმცა, სტივ ჯობს სულ სთხოვდნენ, რომ მას სადილის საფასური გადაეხადა. მაგრამ მან მაინც იპოვნა გამოსავალი, რომ ეს არ გაეკეთებინა.
ამასწინათ Apple-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, სკოტ ფორსტოლმა ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს და რამდენიმე საინტერესო ფაქტი მოყვა კომპანიის ისტორიიდან და კერძოდ iPhone-ის შექმნის შესახებ. ტექნიკური დეტალების გარდა, იყო კიდევ ერთი საინტერესო ისტორია, რომელიც აქამდე ჩვენც არ ვიცოდით.
სკოტმა მოყვა, რომ დრო და დრო ჯობსი სადილზე იწვევდა მას კომპანიის ბუფეტში და ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ სადილის საფასურს თვითონ გადაიხდიდა. ფორსტოლი თავს უხერხულად გრძნობდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რიგში სხვა ადამიანებიც იდგნენ და სტივი სალაროსთან ელოდებოდა სკოტს, რათა მის ნაცვლადაც გადაეხადა. სხვათაშორის, გადახდა არა ნაღდი ფულით, არამედ თანამშრომლის ბარათით ხდებოდა Apple-ში: მოლარე ბარათს აპარატში გაატარებდა და საჭირო თანხა ხელფასიდან ეჭრებოდა თანამშრომელს.
ბოლო-ბოლო, ფორსტოლმა ვერ მოითმინა და იკითხა, რატომ უხდის სადილის ფულს უფროსი მას, მაშნ როდესაც მას სრულიად თავისუფლად შეუძლია საკუთარი სადილის საფასურის გადახდა, მითუმეტეს, რომ სადილი საშუალოდ 8-9 დოლარზე მეტი არ გამოვიდოდა არაფრით. ჯობსი იძულებეული იყო აეხსნა საიდუმლო:
„მე წელიწადში ხელფასის სახით მხოლოდ 1 დოლარს ვიღებ. და როდესაც სასადილოში ფულს ვიხდი, წარმოდგენა არა მაქვს, ვინ იხდის რეალურად“.
ვთქვათ, რომ სტივ ჯობსი არაორდინალური ადამიანი იყო, ესე იგი არაფერი ვთქვათ. ჩვენ უკვე ვიცით, რომ სტივი თავის მანქანას შშმ პირების სადგომზე აყენებდა, ყოველთვის, მილიონერი იყო და ალიმენტების გადახდას თავს არიდებდა. ახლა ჩვენ ისიც ვიცით, რომ მულტიმილიარდელი იმით ერთობოდა, რომ საკუთარ კომპანიას ბუფეტების საფასურზე „აჩანაგებდა“.
ჭეშმარიტად, დიდი ონავარი კაცი იყო სტივი!