Galaxy S8-ის ძლიერი პოპულარობა, რომელზეც ასე უყვარს საუბარი კომპანია Samsung-ს, პრაქტიკულად ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს iPhone 7-ის გაყიდვებზე, დათვალეს ანალიტიკური კომპანია Canaccord Genuity-ს ანალიტიკოსებმა. მომხმარებელი კვლავინდებულად უპირატესობას კუპერტინოს პროდუქტებს ანიჭებს და ყურადღებას არ აქცევს სამხრეთ კორეულ სმარტფონს. მოხსენების მასალებიდან ასევე გამომდინარეობს, რომ iPhone 7-ის გამოსვლიდან 10 თვის გასვლის შემდეგაც კი ეს მოდელი მყარად ინარჩუნებს თავის პოზიციებს და ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზ ემოთხოვნადი პროდუქტია.
ისტორიულად ისე ჩამოყალიბდა, რომ აიფონის გაყიდვების შერყევა, როგორც წესი ისევ აიფონის შეუძლია, ოღონდ ახალ მოდელს. ამავდროულად ზემოქმედება ახალი მოდელის გამოსვლამდე რამდენიმე თვით ადრე იწყება, როდესაც ჭორები მომავალი მოდელის შესახებ ქსელში გაედინება და მომხმარებლების ინტერესებს უღიტინებს. ამ მოსაზრებას დაეთანხმდნენ J.P. Morgan-ის ანალიტიკოსებიც, რომლებმაც განაცხადეს, რომ ეფლის საოპერაციო მოგება აიფონების გაყიდვიდან კიდევ უფრო მაღალი აღმოჩნდებოდა, ტექნოლოგიური გამოცემების ჟურნალისტები მყვირალა სათაურებით მოხმმარებლებს ტვინს რომ არ ურევდნენ.
როგორც არ უნდა იყოს, ამ ეტაპზე ეფლს არ ყავს რაიმე სერიოზული კონკურენტი სმარტფონების ბაზარზე. ამას ადასტურებს ამასწინდელი გამოკითხვა, რომელმაც აჩვენა მომხმარებელთა ჭეშმარიტი სურვილები. ვერც უჩარჩო Galaxy S8-მ, ვერც 8 გბაიტიანმა OnePlus 5-მა ვერ შეძლეს მეშვიდე აიფონის პოპულარობის შესუსტება. ამ უკანასკნელის გაყიდვები, ბაზრის ანალიზის საფუძველზე, ივნისში გაიზარდა კიდევაც.
წყარო: cultofmac.com