მიმოხილვა

ანალიტიკოსების ციტატები — ეძღვნება iPhone-ის ათი წლის იუბილეს

324views

ამ ცოტა ხნის წინ ჩვენ ავღნიშნეთ iPhone-ის გაყიდვაში გამოსვლის 10 წლის იუბილე. ასობით მილიონი გაყიდული მოწყობილობა ამ ეტაპზე და ამ გადმოსახედიდან განსაკუთრებით სახალისოა იმ ციტატების წაკითხვა, რასაც აფრქვევდნენ IT სამყაროს გრანდები 10 წლის წინ.

სუბიექტური სიები გაცილებით უფრო ფართო იყო და შეიცავდა წუწუნს აპარატურული კლავიატურის არარსებობის შესახებ და ასევე Flash-ის მოთხოვნას. ნებისმიერ შემთხვევაში, მოიძებნა ადამიანთა დიდი რაოდენობა, რომლებმაც ალღო ვერ აუღეს ათწლეულის მთავარ გამოგონებას. ალბათ ყველას გახსოვთ სტივ ბალმერი, რომელიც გემრიელად ხითხითებდა, როდესაც მას კითხვას უსვამდნენ აიფონის შესახებ. მაგრამ ბალმერი ერთადერთი არ იყო. ამიტომ გთავაზობთ იმდროინდელი ციტატების ნაკრებს.

აიფონი აღარ თამაშობს მნიშვნელოვან როლს. არსებობს მისი ალტერნატივები, რომლებიც წარმოადგინეს მსოფლიოში. ამიტომ ის აღარ არის სიახლე — Eamon Hoey, Hoey and Associates-ის ანალიტიკოსი, 2008 წლის 30 აპრილი.

ჩვენ საერთოდ არ ვღელავთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ გვაქვს მობილური პლათფრომა, რომელსაც თქვენ სიცოცხლის ბოლომდე გამოიყენებთ. ეფლი ვერ დაგვეწევა — Scott Rockfeld, Microsoft Mobile Communications Group-ის პროდუქტების მენეჯერი, 2008 წლის 1 აპრილი.

Microsoft და მისი Windows Mobile/ActiveSync, Nokia და Intellisync და Motorola  Good Technology-ით — ყველა საკმაოდ კარგად გამოიყურება კორპორატიულ სექტორში. ჩვენ არ გვაქვს მიზეზი ველოდოთ სხვა რაიმეს ეფლისაგან — Peter Misek, Canaccord Adams-ის ანალიტიკოსი, 2008 წლის 7 მარტი.

ეფლმა დააპირა გაყიდოს 7.9 მილიონი აიფონი 2008 წელს… ეს მიზანი ზედმეტად ოპტიმისტურია — Toni Sacconaghi, Bernstein Research-ის ანალიტისკოსი, 2008 წლის 22 თებერვალი (სინამდვილეში 2008 წელს ეფლმა 11.63 მილიონი აიფონი გაყიდა).

რას გვთავაზობს აიფონი ისეთს, რაც არ არის სხვა მობილურ ტელეფონებში, ან მალე გამოჩნდება? პასუხია „არც ისე ბევრს“. 10 მილიონი აიფონის გაყიდვა 2008 წელს ამბიციური განაცხადია — Laura Goldman, LSG Capital, 2007 წლის 21 მაისი

Motorola-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი Ed Zander აცხადებდა, რომ მისი კომპანია მზადაა კონკურენციისათვის. „როგორ გაუმკლავდებით?“, ჰკითხეს ზანდერს კონფერენციაზე. მან უპასუხა: „როგორ გაგვიმკლავდებიან?“ — Ed Zander, 2007 წლის 10 მაისი.

აიფონი დროებითი სიახლეა, რომელიც მალე მობერზდებათ — Gundeep Hora, CoolTechZone-ის რედაქტორი, 2007 წლის 2 აპრილი.

ეფლმა უნდა გათიშოს აიფონი სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემისაგან… ეფლი რისკავს თავისი რეპუტაციით კომპანიისა, რომელიც არასდროს ცდება. თუ ისინი ჭკვიანები არიან, ეფლი აიფონს „დეველოპინგის ნიმუშს“ უწოდებს და მიყიდის ვინმე ხელმოცარულებს, რომლებიც დაიწყენებნ ამ ტეელფონის წამროებას. მაშინ ეფლი შეძლებს ხელების დაბანვას. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯობია თვალები დახუჭოთ, არ მოგეწონებათ, რასაც დაინახავთ — John C. Dvorak, Bloated Gas Bag, 2007 წლის 28 მარტი.

თუკი აიფონი გახსნილი იქნება გარე დეველოპერებისათვის, ძნელი წარმოსადგენია, მოწყობილობათა რამდენი ოდენობა იქნება საჭირო, რომ ეს ბიზნესი მართლა მიმზიდეველი გახდეს დეველოპერებისათვის — Tony Cripps, Ovum Service Manager for Mobile User Experience, 2007 წლის 14 მარტი.

მე დარმწუნებული ვარ, რომ აღტაცების პირველი ტალღის შემდეგ აიფონი აღარ იქნება ისეთი მიმზიდველი. აიფონი შესაძლოა კიდევ ერი ნიუტონი გახდეს ეფლისათვის — David Haskin, Computerworld, 2007 წლის 26 თებერვალი.

არის ასეთი გამონათქვამი — „გააკეთეთ ის, რაც გეხერხებათ“ — და ეფლი არ არის მობილური ტელეფონების მწარმოებელი, ეს მათი საქმე არ არის. მე ვფიქრობ, რომ ადამიანები ზედმეტად რეაგირებენ ამ მოწყობილობაზე, რაიმე დიდი სიახლე ის არ არის — Greg Winn, Telstra-ს საოპერაციო სირექტორი, 2007 წლის 15 თებერვალი.

მომხმარებლები არ არიან მიჩვეული რამდენიმე ასეული დოალრით მეტი მხოლოდ იმიტომ, რომ ეფლმა გამოუშვა მოდური პროდუქტი. ვინმე ფანატები იყიდიან, მაგრამ დანარჩენებისათვის საკმაოდ რთული იქნება ამ მოწყობილბაზე ფულის დახარჯვა — Neil Strother, NPD Group-ის ანალიტიკოსი, 2007 წლის 22 იანვარი.

ვერ დავიჯერებ, რომ მთელი ეს ხმაური აიფონის გამოა ატეხილი… ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია, რომ ვინმე მოინდომებს ამ მოწყობილობის ყიდვას, გარდა ფანატებისა… ასე რომ ჩაინშნეთ ჩემი ნათქვამი და მოდით 2 წლის შემდეგ, რომ ვნახოთ შედეგები: მე ვამბობ, რომ ისინი 10 მილიონსაც კი ვერ გაყიდიან — Richard Sprague, Microsoft-ის მარკეტინგის უფროსი დირექტორი, 2007 წლის 18 იანვარი.

აიფონის მხირდან გლობალური ბაზრის უარყოფა ეფლს ანანებს ამ საქციელს — Tero Kuittinen, RealMoney.com, 2007 წლის 18 იანვარი.

აიფონი — ყველაზე ძვირადღირებული ტელეფონია მსოფლიოში და ის არ არის მიზმიდველი კორპორატიული მყიდველებისათვის, ვინაიდან მას არა აქვს ფიზიკური კლავიატურა, რაც მას მოუხერხებელს ხდის ელფოსტისათვის. ასე რომ ვუყურებ ამ ყველაფერს და ვფიქრობ, რომ მე მომწონს ჩვენი სტრატეგია. მე ის ძალიან მომწონს — Steve Ballmer, Microsoft-ის გენერალური დირექტორი, 2007 წლის 17 იანვარი.

აიფონი ძვირადღირებული სათამაშოა, რომელიც გაჯეტების მხოლდო რამდენიმე მოყვარულს მიიზიდავს. დარგზე ეფექტის თვალსაზრისით ის ნაკლებ მნიშვნელოვანია. ეფლი ვერ შეძლებს ბაზარზე ზემოქმედებას. ის გაყიდის ტელეფონებს ფანატებზე და მეტი არაფერი — Matthew Lynn, Bloomberg, 2007 წლის 15 იანვარი.

და ერთ-ერთი საუკეთსო:

ჩვენ ვსაწვლობდით და ვიბრძოდით რამდენიმე წელი, რათა გამოგვეშვა კარგი ტელეფონი. კომპიუტერული ბიზნესის წარმომადგენლები ამას ვერ შეძებენ. ისინი ვერ შეძლებენ უბრალოდ აიღონ და შემოვიდნენ ამ ბაზარზე — Ed Colligan, Palm-ის გენერალური დირექტორი, 2006 წლის 16 ნოემბერი.

ალბათ ამ ყველაფრიდან რაიმე დასკვნა უნდა გავაკეთო. მაგრამ არ ვიცი, როგორი. ერთი მხრივ, მომავლის განჭვრეტა ძნელია, მეტ-ნაკლებად ყველა ცდება. მეორე მხრივ — ვერ იპოვნით ვერცერთ ციტატას იმ დროიდან, სადაც აიფონს წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. არ ვიცი, რამდენად აისახება ასეთი ციტატები ამ „ანალიტისკოსებზე“. ალბათ არანაირად: თანამედროვე მომხმარებელს მოკლე მახსოვორბა აქვს.

Comments

comments

3 Comments

  1. მარტო აიფონზე? მთელი მისი არსებობის გამავლობაში, ყველაფერმა ასეთ “ანალიზში” გაიარა. ასეთებისთვის რომ ესმინათ, ეფლი ჩამასახშივე მკვდარი იყო წესით 😀

    1. სტივ ჯობსის ხედვა! ტექნოლოგიისა და ესთეტიკის შერწყმა.
      შეფუთვაშიც კი დახვეწილობა და სილამაზე.

      პატარა ნიუანსებზე ფიქრიც კი, მაგ: მაკის ადაპტერი რომ მაგნიტზეა, რომც წამოედო კაბელს გადმოვარდნის საფრთხე არაა. ასეთი წვრილმანები უამრავია და მთლიანობაში ამით იქმნება ეფლის სახე და იდენტურობა, რომელსაც ვერავინ იმეორებს.

      სისტემის სრულყოფა, იდეალურობა, OSX და iOS-ის არამარტო მოსახერხებლობა, არამედ მიმზიდველობაც, პანელების ცვლა, სლაიდები, გამოსახულებები, ერთგვარი ნარკოტიკივითაა და ლომკას გიტოვებს სულ.

      ერთი სიტყვით, ესთეტიური ტექნოლოგიის წარმოება ეფლმა დაიწყო.

Leave a Response